[Unicode]  რა არის უნიკოდი? Home | Site Map | Search
 

რა არის უნიკოდი?

უნიკოდის ყოველ სიმბოლოს შეესაბამება უნიკალური რიცხვი,
არა აქვს მნიშვნელობა რომელი პლატფორმაა,
არა აქვს მნიშვნელობა რომელი პროგრამაა,
არა აქვს მნიშვნელობა რომელი ენაა.

ფაქტიურად, კომპიუტერებს ურთიერთობა აქვთ მხოლოდ რიცხვებთან. მათ ნებისმიერი ასოსთვის ან სიმბოლოსთვის გამოყოფილი აქვთ უნიკალური რიცხვი. უნიკოდის გამოგონებამდე არსებობდა ასობით სხვადასხვა სახის კოდირების სისტემა, ასოების რიცხვებთან დასაკავშირებლად. არც ერთი კოდირების სისტემა არ შეიცავდა საჭირო რაოდენობის სიმბოლოებს: მაგალითად, მხოლოდ ევროსაბჭოს ესაჭიროება რამოდენიმე განსხვავებული კოდირება, რათა დაეკმაყოფილებინა ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ენები. ცალკეული ენებისათვის, როგორიცაა ინგლისური, არ არსებობდა ისეთი კოდირება, რომ ადეკვატური ყოფილიყო ყველა ასოს, სპეცსიმბოლოსა და პუნქტუაციის ნიშნისათვის.

სხვადასხვა კოდირების სისტემები კონფლიქტში მოდიოდნენ  ერთმანეთთან. ორ განსხვავებულ კოდირებაში ერთიდაიგივე რიცხვი გამოიყენებოდა სხვადასხვა ასოებისათვის, ან სხვადასხვა რიცხვები ერთი ასოსათვის. ნებისმიერი კომპიუტერი (განსაკუთრებით კი სერვერი) საჭიროებს მოემსახუროს სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ კოდირებებს; და მაინც, როდესაც ხდება მონაცემების გადაყვანა სხვადასხვა კოდირებაში ან პლატფორმაზე, ეს პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია მონაცემების დაზიანების რისკთან.

უნიკოდი ცვლის ამ ყოველივეს!

უნიკოდი უზრუნველყოფს ყოველი სიმბოლოსათვის უნიკალურ რიცხვს, იმისდა მიუხედავად რომელი პლატფორმაა, რომელი პროგრამაა, რომელი ენაა. უნიკოდის სტანდარტი ათვისებულ იქნა ისეთი ინდუსტრიული ლიდერების მიერ როგორებიცაა Apple, HP, IBM, JustSystem, Microsoft, Oracle, SAP, Sun, Sybase, Unisys და სხვა მრავალი. უნიკოდი ესაჭიროება ისეთ თანამედროვე სტანდარტებს, როგორებიცაა XML, Java, ECMAScript (JavaScript), LDAP, CORBA 3.0, WML და ასე შემდეგ. და არის ოფიციალური გზა ISO/IEC 10646-ის განსახორციელებლად. უნიკოდის მხარდაჭერა აქვს უმრავლეს ოპერაციულ სისტემებს, ყველა თანამებროვე ბრაუზერს და სხვა მრავალ პროგრამებს. უნიკოდის სტანდარტის გამოჩენამ და მისი არსებობის აუცილებამ გამოკვეთა გლობალური პროგრამული უზრუნველყოფების ტენდენცია.

უნიკოდის ჩართვა კლიენტ-სერვერებში ან მრავალრიგიან აპლიკაციებში და ვებ გვერდებში საგრძნობლად ამცირებს სიმბოლოების გამოყენების დანახარჯებს. უნიკოდი იძლევა საშუალებებას ერთი პროგრამული პროდუქტი ან ვებ საითი გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა კომპიუტერულ პლატფორმაზე, ენაზე და სხვადასხვა ქვეყნებში რაიმე ცვლილებების გარეშე. ეს საშუალებას გვაძლევს მონაცემები ვცვალოთ განსხვავებულ სისტემებს შორის რაიმე დანაკარგის გარეშე.

უნიკოდის კონსორციუმის შესახებ

უნიკოდის კონსორციუმი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია იმისათვის, რომ განავითაროს, გააფართოვოს და წინ წასწიოს უნიკოდის გამოყენება, რომელიც განსაზღვრავს ტექსტის გადმოცემას თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფაში და სტანდარტებში. ამ კონსორციუმის წევრები არიან მრავალი ორგანიზაციები და კორპორაციები კომპიუტერების და ინფორმაციის წარმოების დარგში. კონსორციუმი ფინანსდება მისი წევრების საწევრო შენატანებით. გაწევრიანებაშეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას ან კერძო პირს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რომელიც იყენებს უნიკოდის სტანდარტს და სურს ხელი შეუწყოს მის გავრცელებას და განვითარებას.

დამატებიმთი ინფორმაციისათვის იხილეთ სქოლიოტექნიკური ინსტრუქცია და სასარგებლო რესურსები.

Georgian translation by David A. Mchedlischvili and Michael Kaplan